იასამანი

3

იასამანი  ყვავილოვანი ბუჩქი იისფერი ან თეთრი პატარა სურნელოვანი ყვავილებით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იასამანი“   ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ლოყაზე მიდებულია საჩვენებელი და შუა თითები, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.