ია გაზაფხულის სურნელოვანი ლურჯი ყვავილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლურჯი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითების განლაგებით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, მომდევნო ფაზაში ზემოთ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.