ღონისძიება _ ამა თუ იმ მიზნისთვის საჭირო მოქმედება, აქტივობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელი თითების რხევით ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმატრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღესასწაული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება შუა თითებს, დანარჩენი თითები გაშლილია და ერთმანეთისკენ მიმართული, ხელები ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.