გაუგონარი

9

გაუგონარი –  რასაც ვერ გაიგონებ, უჩვეულო, დაუჯერებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გაგონება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ყურს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.