გაუვალი

10

გაუვალი  გასასვლელის გარეშე, რასაც ვერ გაივლი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავლა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.