გაუგებრობა

8

გაუგებრობა   ბუნდოვანება, გაურკვევლობა, რაიმეს ვერგაგება ან მცდარად გაგება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ჯერ ცხვირს ეხება, შემდეგ ნიკაპს, თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემთხვევა“ წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ  გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა შიდა  მიმართულებით და ბოლო ფაზაში ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.