გაუგებრობა – ბუნდოვანება, გაურკვევლობა, რაიმეს ვერგაგება ან მცდარად გაგება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ჯერ ცხვირს ეხება, შემდეგ – ნიკაპს, თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემთხვევა“ – წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა შიდა მიმართულებით და ბოლო ფაზაში ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
