განსვენებული – მიცვალებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საფლავი“ /“კუბო“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით ერთმანეთზე დაწყობილია ხელები, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
