გამოსვენება – მიცვალებულის ან რამე სიწმინდის შენობიდან გამოტანა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით ერთმანეთზე განთავსებულია ხელები, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.