გამოსახლება

10

გამოსახლება    საცხოვრებელი სახლიდან იძულებით გამოყვანა, გამოგდება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგდება“  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „სახლი“  გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს მსუბუქად ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.