გამოსაცდელი

9

გამოსაცდელი –    შესამოწმებელი, გასასინჯი, ვინც ან რაც უნდა გამოიცადოს, შემოწმდეს

 

ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ექსპერტი“ –  მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით მიმართულია მარცხნივ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოწმება“  –  ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.