გამაძლიერებელი

2

გამაძლიერებელი   ძალის შემმატებელი, გამაღონიერებელი, ვინც ან რაც გააძლიერებს (ვინმეს, რაიმეს)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძლიერი“ მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს და საჩვენებელი თითით ორგან ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „მომატება“ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელი ზევითაა განთავსებული წინ მიმართული ხელისგულით, მარცხენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.