გადარბენა – სირბილით გადასვლა, გადავლა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სირბილი“ – ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ და მომდევნო ფაზაში თითები შეკრულია მუშტებად, ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.