გადამწყვეტი

5

გადამწყვეტი  ის ვინც (ან რაც) გადაწყვეტს რამეს, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაწყვეტილება“ ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით სხეულისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.