გადარგვა

7

გადარგვა  მცენარის სხვაგან დარგვა, გადანერგვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ /„მცენარე“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თესვა“ ქვევით მიმართულია ხელისგული, ერთად შეტყუპებული თითები წვერებით ეხება ცერს, სრულდება რკალური ტრაექტორიის ორჯერადი (ან სამჯერადი) მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.