გადამზადება

1

გადამზადება  რამის ახლიდან, თავიდან  მომზადება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მომზადება“   ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“    ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითები პოზიციას ინაცვლებენ, შუა თითები ზემოთაა წამოწეული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.