გადამუშავება

2

გადამუშავება  რამის ახლიდან, თავიდან  დამუშავება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  ხელი ეხება მკერდს მარცხენა მხარეს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „შეცვლა“   ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში  ხელისგულები ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითები პოზიციას ინაცვლებენ, შუა თითები ზემოთაა წამოწეული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.