ერთიანობა – მთლიანობა, ერთობა, განუყოფლობა, მონოლითურობა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ერთმანეთისკენ და ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ქვევით დაშვებული თითების წვერები ეხება ცერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.