ელვარე

7

ელვარე  ბზინვარე, ბრწყინვალე, ლაპლაპა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“   სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება თვალს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტს, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, წინ წაწეული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.