დაკიდებული _ ჩამოკიდებული, ჩამობმული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დაკიდება“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.