დაძინება _ ძილის დაწყება, სიფხიზლის საწინააღმდეგო ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ცნობიერება მოდუნებულია და ორგანიზმი ისვენებს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი მოძრაობს სახისკენ და ეხება ლოყას, ჟესტს ახლავს თვალის დახუჭვის მიმიკა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დასაძინებლად დაწოლა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელი მოძრაობს წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
