წელს

წელს   _   ამ წელიწადს, მიმდინარე წელს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წელი“_ სხეულისკენ მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  ცერი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება წრიული ტრაექტორიის მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ახლა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

წელიწადი

წელიწადი  _    წელი, თორმეტი თვე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  ცერი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება წრიული ტრაექტორიის მოძრაობა თავის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

წელი

წელი _  წელთაღრიცხვის ერთეული – დრო, რომელსაც დედამიწა მზის ირგვლივ შემოვლას ანდომებს, თორმეტი თვე, წელიწადი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  ცერი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება წრიული ტრაექტორიის მოძრაობა სახის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

წევრი

წევრი  _ ცალკე პიროვნება, როგორც ადამიანთა კოლექტივის შემადგენელი ნაწილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წევრი

წევრი  _ ცალკე პიროვნება, როგორც ადამიანთა კოლექტივის შემადგენელი ნაწილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მკლავთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა მკლავს და მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წებო

წებო   _  ნივთიერება, რითიც სხვადასხვა საგნებს ან საგნების ნაწილებს ერთმანეთზე აკრავენ, ამაგრებენ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წებო“ _ ხელისგული მიმართულია წინ, ცერი განმეორებითი მოძრაობით ეხება   საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოწებება“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, ზევით განთავსებული … Read more

Categories

წაშლა

წაშლა   _  გაუქმება, მოშლა, მოსპობა, გაქრობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და  წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ზევით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წაშლა

წაშლა _  გაუქმება, მოშლა, მოსპობა, გაქრობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ნეკით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წაყრუება

წაყრუება  _   განზრახ არგაგონება, ყურის არიდება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად,  საჩვენებელი თითი სახეს ეხება ყურთან, სრულდება რკალური ტრაექტორიიის მოძრაობა მარჯვნივ და წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

წაყოლა

წაყოლა   _ ვინმესთან (რამესთან) ერთად წასვლა, გადევნება, გაყოლა   ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული ჟესტი, მუშტებად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

წაყვანა

  წაყვანა _   თან წაყოლება (სულიერისა)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, სრულდება მოძრაობა წინ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წაღმა-უკუღმა

წაღმა-უკუღმა   _  წაღმა და უკუღმა, წინ და უკან   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს და მაჯაში ტრიალებს, იმავე კონფიგურაციით მარჯვნივ მიმართულია ხელისგული და ხელი ისევ ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში ხელი ისევ უბრუნდება პირვანდელ პოზიციას: ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და … Read more

Categories

წაღმა

წაღმა _   წინ, პირდაპირ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი ეხება მკერდს და მაჯაში ტრიალებს, იმავე კონფიგურაციით მარჯვნივ მიმართულია ხელისგული და ხელი ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წაქცევა

წაქცევა  _ ძირს დაცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წაღება

წაღება _  რამის მიტანა აქედან იქით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტებად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories