ტაქსი

ტაქსი  _  ავტომანქანა, რომელსაც ქირით გადაჰყავს მგზავრები   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები და ნეკი,  დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტაქსი

ტაქსი  _  ავტომანქანა, რომელსაც ქირით გადაჰყავს მგზავრები   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, წინ მიმართულია მარცხენა მაჯაზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ტაფა

ტაფა  _   ლითონის ბრტყელი, მრგვალი სახელურიანი ჭურჭელი, რაშიც საჭმელს წვავენ ან ხრაკავენ   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტარი

ტარი  _   სახელური   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტანჯვა

ტანჯვა _   მწვავე ფიზიკური ტკივილით ან უსიამოვნო განცდით გამოწვეული გრძნობა, წამება, წვალება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან და საჩვენებელი თითები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტანსაცმელი

ტანსაცმელი _   რასაც ტანზე იცვამენ, ტანისამოსი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ხელები ეხება მკერდს და რკალური ტრაექტორიით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ტანი

ტანი _  ადამიანის ან ცხოველის სხეული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ხელები ეხება მკერდს და ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, სხეულის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

ტანვარჯიში

ტანვარჯიში  _  სხეულის ვარჯიში, ორგანიზმის გასამაგრებელი გიმნასტიკა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ და ქვევით მიმართულია მარჯვენა მხართან განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხდება პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობა და მომდევნო ფაზაში სხეულისკენ … Read more

Categories

ტალღა

ტალღა  _ წყლის რხევითი მოძრაობით გამოწვეული ამონაზნექი ზღვის ან მდინარის  ზედაპირზე, ზვირთი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, თითები გაშლილია და მარჯვნივ მიმართული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ტალღური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტალახი

ტალახი _  დასველებული, დამბალი, წყალში აზელილი მიწა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია და მარცხნივ მიმართული, მარცხენა ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ხელები იცვლიან კონფიგურაციებს: მარცხენა ხელის თითები გაშლილია, მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories