ფლობა

3

ფლობა  _  პყრობა, ჭერა, ქონა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაპყრობა“ _ ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული, განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, მომდევნო ფაზაში ორივე ხელზე მუშტებად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავტონომია“ _ გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე,

კატეგორია:

ფიჭვი

2

ფიჭვი  _   წიწვოვანი ხე, ისხამს მსხვილ, კვერცხისებრ გირჩას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაძვი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელის თითების რხევით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიწვები“ _ წინ  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

.

კატეგორია:

ფიცი

1

ფიცი _  აღთქმა, სიტყვის მიცემა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ფიცი“ / „პატიოსანი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული,  ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფიცი

10

ფიცი  _   აღთქმა, სიტყვის მიცემა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ფიცარი

9

ფიცარი  _  ორივე მხრით ბრტყელი ხის ნაჭერი, ჩვეულებრივ მორის სიგრძივ ჩამონაჭერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხნივაა მიმართული, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ქვევითაა მიმართული და თითებით ეხება მარჯვენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფიქრი

8

ფიქრი  _   თავისთვის, გუნებაში მსჯელობა, რისამე წარმოდგენა, აზრად ქონა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, საფეთქელთან განთავსებული და სახისკენ მიმართული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ფიფქი

7

ფიფქი _   თოვლის კრისტალი, ფანტელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს და ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუათითი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(თოვლის) მოსვლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი თითები ირხევა, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ფორმა

6

ფორმა  _   გარეგნული მოხაზულობა, მოყვანილობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის  დონეზე.

კატეგორია:

ფინანსები

5

ფინანსები  _   ფულადი სახსრები

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანხა” _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზევით  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფინალი

4

ფინალი  _   დასასრული, ბოლო, რისამე უკანასკნელი ნაწილი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა სხეულისკენ და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფილტვი

3

ფილტვი  _  ადამიანის ან ცხოველის სასუნთქავი ორგანო გულმკერდის ღრუში.

 

ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუათითი ეხება მკერდს ჯერ მარცხნივ, შემდეგ კი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ხელი და შუათითი ეხება მკერდს მარჯვენა მხარეს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფილოსოფია

2

ფილოსოფია _   მეცნიერება ბუნების, ადამიანთა საზოგადოებისა და აზროვნების განვითარების უზოგადეს კანონზომიერებათა შესახებ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფედერაცია“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მეცნიერება“ _ ხელისგული გაშლილი და ქვედა ფალანგებში მოხრილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლის მარჯვენა მხარეს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

ფილმი

1

ფილმი  _  კინოსურათი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ფიზკულტურა

10

ფიზკულტურა  _  ფიზიკური კულტურა, ადამიანის სხეულის გაჯანსაღება, სრულყოფა ფიზიკური ვარჯიშით

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, განსვლითი მოძრაობა, ორივე ხელი სინქრონულად იხრება და იშლება იდაყვში: მხრებს უახლოვდება და შორდება ხელის მტევნები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ფიზიკა

9

ფიზიკა  _   ძირითადი საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების ზოგად თვისებებსა და მოძრაობის კანონებს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფედერაცია“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია: