ფურთხი

8

ფურთხი _  პირიდან გამოყოფილი ნერწყვის გროვა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია  ბაგეების წინ განთავსებული ხელისგული, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია  საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფული

7

ფული  _  ლითონის ან ქაღალდის ნიშანი, რომელიც წარმოადგენს ღირებულების საზომს ყიდვა-გაყიდვისას

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფსკერი

6

ფსკერი  _    ძირი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, მარცხენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფსიქოლოგია

5

ფსიქოლოგია  _    1. მეცნიერება ფსიქიკური მოქმედების კანონზომიერებათა ევოლუციისა და ფორმების შესახებ, 2. ფსიქიკური თავისებურებანი, სულიერი სამყარო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფსიქიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია საფეთქელთან განთავსებული ხელისგული,

საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აკადემია“ _ ხელისგული გაშლილი და ქვედა ფალანგებში მოხრილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლის მარჯვენა მხარეს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ფსიქიკური

4

ფსიქიკური  _  ფსიქიკისა, ფსიქიკიდან გამომდინარე, ფსიქიკასთან დაკავშირებული,  სულიერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფსიქიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია საფეთქელთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფსიქიკა

3

ფსიქიკა _   ცნობიერებაში ობიექტური სინამდვილის ასახვის შედეგი, სულიერ განცდათა ერთობლიობა

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია საფეთქელთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ფრინველი

2

ფრინველი _   ბუმბულით შემოსილი ხერხემლიანი, ნისკარტიანი და ფრთებიანი  ცხოველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ _  წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითი და ცერი განმეორებითი მოძრაობით ეხება ერთმანეთს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწეულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფრთხილი

1

ფრთხილი  _   ვინც წინასწარ ზომავს, ითვალისწინებს მოსალოდნელ საფრთხეს და ცდილობს, თავი აარიდოს მას

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ზევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე,

 

 

კატეგორია:

ფრთოსანი

10

ფრთოსანი  _   რასაც ფრთა აქვს, ფრთიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფრთა“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელის თითების რხევით სრულდება სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ფრთა

9

ფრთა _  ფრინველის ან მწერის საფრენი ორგანო

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელის თითების რხევით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ფრანგი

8

ფრანგი _   ფრანგი ეროვნების ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საფრანგეთი“ _ სხეულისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით ხელი ეხება მკერდს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ისევ ეხება მკერდს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ფოსტა

7

ფოსტა  _   დაწესებულება, რომელიც აწარმოებს კორესპონდენციებისა და ამანათების  გაგზავნ-გამოგზავნას დანიშნულების ადგილას, ადრესატისათვის გზავნილებათა ჩაბარებას

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფორთოხალი

6

ფორთოხალი _   სუბტროპიკული ციტრუსოვანი ხეხილი; თეთრად ყვავის და ისხამს ნარინჯისფერ სურნელოვან წვნიან ნაყოფს

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები  შემოჭდობილია მარცხენა ხელის თითებზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფონდი

5

ფონდი   _   მარაგი, რესურსები, მიზნობრივი თანხები

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანხა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზევით  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გუდა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ფოთოლი

4

ფოთოლი  _  მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, ღეროზე ყუნწით ან უყუნწოდ მიმაგრებული

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა  მიმართული, მარჯვენა ხელის ცერით და საჩვენებლი თითით იკვრება წრე და თითები ეხება იმავე კონფიგურაციის მარცხენა ხელის თითების წვერებს, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, ცერი და საჩვენებლი თითები მოხრილია, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

 

კატეგორია: