ფსიქოლოგია

5

ფსიქოლოგია  _    1. მეცნიერება ფსიქიკური მოქმედების კანონზომიერებათა ევოლუციისა და ფორმების შესახებ, 2. ფსიქიკური თავისებურებანი, სულიერი სამყარო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფსიქიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია საფეთქელთან განთავსებული ხელისგული,

საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აკადემია“ _ ხელისგული გაშლილი და ქვედა ფალანგებში მოხრილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლის მარჯვენა მხარეს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.