ნიჭი
ნიჭი _ ბუნებრივი უნარი ამა თუ იმ დარგში, ტალანტი ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება თავს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ნიჭი _ ბუნებრივი უნარი ამა თუ იმ დარგში, ტალანტი ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება თავს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ნიშანი _ საგნის ან მოვლენის სხვა საგნების ან მოვლენებისაგან განმასხვავებელი თვისება, მხარე ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ფალანგებში მკვეთრად მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ნიღაბი _ სახეზე ასაფარებელი ნაჭერი, რომელიც ფარავს მთელ სახეს ან მის ზედა ნაწილს, ჩვეულებრივ იხმარება მასკარადში ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი სახისკენ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ნისლი _ ჰაერში წვრილ-წვრილ წვეთებად დამდგარი ორთქლი, რომელიც თეთრ-მონაცრისფროდ ფარავს ყველაფერს და ჰაერს გამჭვირვალებას უკარგავს, ბურუსი, ჯანღი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ნისია _ დანახარჯი ან რისამე ფასი, რაც შემდეგში უნდა გადაიხადონ, ვალი ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სესხი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში თითები ერთად იხრება ფალანგებში. … Read more
ნიმუში _ საგანი ან რისამე სახე, რომლის მიხედვითაც ან რომელთან მიმსგავსებითაც კეთდება რაიმე; რაიმე საგანი, მრავალთაგან ერთ-ერთი რამ, რაც გამოტანილია საჩვენებლად, გასაცნობად. ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more
ნივთი _ უსულო საგანი, მატერია ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საგანი“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული. სახის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ … Read more
ნიგოზი _ დარჩეული კაკლის გული ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება ლოყას, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
ნიავი _ სიო, პატარა, ნელი ქარი, მცირე ქარი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
ნიადაგი _ დედამიწის ქერქის ზედა შრე, რომელშიც მცენარე ფესვებს იდგამს და რომელიც მის საკვებ მასალას შეიცავს ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ … Read more
ნესტიანი _ ნოტიო, ნესტის მქონე, სველი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები ეხება შუა თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ნესვი _ გოგრისებრთა ოჯახის ბაღჩეული მცენარე, აქვს ოვალური, ტკბილი და სურნელოვანი ნაყოფი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთთან ახლოს მიტანილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
ნემსი _ ლითონის წვრილი ჩხირი, რომელსაც ერთი წვერი წვეტიანი აქვს, მეორე კი _ გახვრეტილი (ძაფის ასაგებად), იხმარება საკერავად ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
ნელი _ ვისაც მოქმედებისთვის დიდი დრო სჭირდება; აუჩქარებელი, დინჯი ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნელი“_ წინ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია … Read more
ნელთბილი _ ოდნავ თბილი ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი … Read more