ლეკვი

3

ლეკვი  ძაღლის ნაშიერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძაღლი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, სახის წინ ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ლეიბი

2

ლეიბი  გავსებული საგები, რაზედაც წვებიან. ლოგინის ქვეშაგები

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ცერები განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს და სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ლეგენდა

 

1

ლეგენდა   ხალხური გადმოცემა, თქმულება, არაჩვეულებრივი ამბავი ვისიმე ცხოვრების ან რაიმე შემთხვევის შესახებ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან ხელი სახეს ეხება და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შთამომავლობა“ / „თაობა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი  წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლებანი

10

ლებანი  1. თესლის ჩანასახის ნაწილი,  2. კაკლის გულის ერთი ნახევარი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ხელები ერთმანეთს სცილდება და ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით ხელისგულები მიმართულია ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლაჩარი

9

ლაჩარი    მშიშარა, მხდალი, ჯაბანი, ქალაჩუნა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუა და საჩვენებელი თითების წვერებით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელის თითებით სრულდება კანკალის გამომსახველი მრავალფაზაიანი მოქმედება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ლაშქარი

8

ლაშქარი    ჯარი, არმია

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ჯარი“ მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალხმრავლობა“  ქვევით  მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა, მარჯვენა ხელი ზევიდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ლაყუჩები

7

ლაყუჩები   თევზის და ზოგი სხვა წყლის ცხოველის სასუნთქი ორგანო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თევზი“ ქვევით მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ლაყუჩები“ სახესთან განთავსებული ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული გაშლილი, ზევით აღმართული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით წინ  მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ლაღი

6

ლაღი  თავისუფალი, თამამი, ამაყი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნათელი“  / „ღია“ ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ზევით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ლაქუცი

5

ლაქუცი   1. ძაღლის თამაში კუდის ქნევითა და ტანის მოძრაობით; 2. მლიქვნელობა, პირფერობა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელის თითებზე მაჯით მიყრდნობილი მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლაქლაქი

4

ლაქლაქი   უთავბოლო და ბევრი ლაპარაკი, ყბედობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ენა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქნევა“ მარჯვენა იდაყვის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ლაქი

3

ლაქი   ფრჩხილების  ფერადი, კოსმეტიკური საფარი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა საჩვენებელი თითი ფრჩხილზე ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლაქა

2

ლაქა   განსხვავებული ფერის პატარა ადგილი, ნიშანი რისამე ზედაპირზე, ჭუჭყად ჩამჯდარი და დაჩნეული რამე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხიმი“   წინ მიმართულია ხელისგული, შუა თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა მარცხენა მკლავთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით და სხეულისკენ, საჩვენებელი თითიდა ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით  სრულდება სპირალური ტრაექტორიის  მოძრაობა ქვევით და ხელი რამდენჯერმე ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ლატარია

10

ლატარია ნივთების ან ფულის გათამაშება ბილეთებით

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ლარი

10

ლარი    ქართული ფულის ერთეული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია  ძველი ანბანის დაქტილი „ლ“.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ლაპარაკი

9

ლაპარაკი საუბარი, ბაასი, მასლაათი,  სიტყვებით აზრის გაზიარება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელზე ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით  სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: