გამონახვა

გამონახვა –    რაიმეს გამოძებნა, მიგნება, პოვნა   რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძიება“ /„შემოწმება“ –  ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოგება“ – მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია … Read more

Categories გ

გამომწვევი

გამომწვევი  –   თავხედური   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ერთნაირი კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

გამომწვევი

გამომწვევი  –   გამომხმობი, დამძახებელი, დამბარებელი, მიზეზი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ – ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories გ

გამომწვარი

გამომწვარი –   რაც გამოიწვა ცეცხლზე, ან რამე ცხელ ნივთზე შეხებისას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცეცხლი“ –  ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის ქვეშ განთავსებული მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories გ

გამომძიებელი

გამომძიებელი –  ძიების ჩამტარებელი, დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული ვითარების გამომკვლეველი პირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოძიება“  –  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე … Read more

Categories გ

გამომცხვარი

გამომცხვარი  –  ის, რაც გამოცხვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ზევითაა მიმართული გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ –   სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

გამომცემელი

გამომცემელი –  ვინც გამოაქვეყნებს, გამოუშვებს, დაბეჭდავს, გამოსცემს   რთული ჟესტის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ –  ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა  ხელისგული  მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგზავნა“ – იდაყვში მოხრილი ხელით  მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories გ

გამომცდელი

გამომცდელი  –   ვინც გამოცდას იბარებს, ვინც გამოცდის და ამოწმებს ვინმეს ან რამეს   რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძიება“/ „შემოწმება“ –  ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოცდილი“–  მარცხნივ … Read more

Categories გ

გამომეტყველება

გამომეტყველება  –  მიმიკა, სახით, თვალებით, გარეგნული შეხედულებით გამოხატული, ასახული ან გადმოცემული შინაგანი, სულიერი მდგომარეობა, განწყობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „სახე“ –  ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მითითებითი, წრიული მოძრაობა სახის ირგვლივ; ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგება“ –  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, … Read more

Categories გ

გამომგონებელი

გამომგონებელი –  ახლის შემქმნელი, აღმომჩენი, წარმომქმნელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  –  ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories გ

გამოკვრა

გამოკვრა –  რამეზე მიკვრა, დამაგრება, სარჩულის გაკეთება შიგნით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „ნაჭერი“ – ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „მიკვრა“ –  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories გ

გამოკლება

გამოკლება  –   პირველი საფეხურის მათემატიკური მოქმედება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად,  სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

გამოკითხვა

გამოკითხვა –   ინფორმაციის მოპოვება შეკითხვების მეშვეობით,  კითხვა­-კითხვით საუბარი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

გამოკვლევა

გამოკვლევა –  ობიექტის შესწავლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

გამოკვება

გამოკვება –  საკვების, საზრდოს მიცემა, საჭმლის ჭმევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ