გაქვავება

გაქვავება  –   ქვად ქცევა,  ქვასავით გახდომა, გამაგრება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ – ერთმანეთისკენ ვერტიკალურად მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი – პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ერთნაირი კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

გაფრცქვნა

გაფრცქვნა  –   კანის მოცლა, ზედაპირის გადაფხეკა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით და სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარცხენა საჩვენებელი თითის ზემოთ მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

გაფუჭება

გაფუჭება   – უვარგისად გახდომა, წახდენა, დაზიანება, მოშლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

გაფრთხილება

გაფრთხილება  – მოსალოდნელი საფრთხის  წინდაწინ მითითება, თქმა, შეტყობინება, რჩევის მიცემა მითითება სიფრთხილის გამოსაჩენად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება თავს და ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარცხნივ მიმართულია ხელისგული მოხრილი საჩვენებელი თითით, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

გაფრენა

გაფრენა  –  ფრენა, ფრენით წასვლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვებში განზე გაწულია ხელები,  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელი ზევით გადაადგილდება სინქრონულად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.    

Categories

გაფრენა

გაფრენა  –  ფრენა, ფრენით წასვლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, იდაყვებში განზე გაწულია ხელები,  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

გაფორმება

გაფორმება – 1. ფორმის მიცემა;  2. ჩანაწერის გაკეთება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ – წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ტალღური ტრაექტორიის სიმეტრიული მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული … Read more

Categories

გაფლანგვა

გაფლანგვა  – განიავება, უყაირათოდ დახარჯვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითების წვერებს, ბოლო ფაზაში მხრების დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

გაფიცვა

გაფიცვა –  მუშაობის ორგანიზებული საპროტესტო შეწყვეტა ეკონომიკური ან პოლიტიკური მოთხოვნების შესრულების მიზნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით  მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა განთავსებული, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაფართოება

გაფართოება   –  სიგანის მომატება, ფართობის, მოცულობის  გადიდება, გაგანიერება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაფანტვა

გაფანტვა    –    მიყრა­-მოყრა, გაბნევა, მიმოფანტვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაუხმაურებელი

გაუხმაურებელი  –  უთქმელი, არგაჟღერებული, საჯაროდ ართქმული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმაური“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული, შუა თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება წინ მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი … Read more

Categories

გაუქმება

გაუქმება  – უარყოფა, ანულირება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს ჯერ გარეთა მიმართულებით და შემდგომ კი – შიდა მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაუფუჭებელი

გაუფუჭებელი  –  რაც ვერ გაფუჭდება, მწყობრიდან ვერ გამოვა   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაფუჭება“  – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული … Read more

Categories

გაუფორმებელი

გაუფორმებელი  – რაც გაფორმებული არ არის, ფორმამიუცემელი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ – წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ტალღური ტრაექტორიის სიმეტრიული მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ –  ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories