დადება

დადება  _  ზედაპირზე განთავსება (რამის)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

დადასტურებული

დადასტურებული _ დამტკიცებული, დამოწმებული, რაც დაადასტურეს ან დადასტურდა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ერთმანეთს წვერებით ეხება გაშლილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დადასტურება

დადასტურება _  დასტურის მიცემა, დამტკიცება, დამოწმება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაგულება

დაგულება _ იმედიანად ყოფნა რამის გამო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაგუბება

დაგუბება  _ გუბის წარმოქმნა, დატბორვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გუბე“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებულია ცერები, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა … Read more

Categories

დაგრძელებული

დაგრძელებული  _  სიგრძეში მომატებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრძელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზემოთ აღმართული საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამატება“ _ სხეულისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და … Read more

Categories

დაგრძელება

დაგრძელება  _  სიგრძის მომატება     ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაგროვება

დაგროვება  _  შეგროვება, თავის მოყრა, შეკრება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მოხრილი თითებით მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს, თითების წვერები ერთმანეთს სცილდება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაგორება

დაგორება  _ ტრიალით, ბრუნვით მოძრაობა (რაიმეს ზედაპირზე)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი მიემართება სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაგორება

დაგორება  _ ტრიალით, ბრუნვით მოძრაობა (რაიმეს ზედაპირზე)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბრუნება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია  საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, დეიქტიური ფორმა _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები … Read more

Categories

დაგმობილი

დაგმობილი  _  უარყოფითად შეფასებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “დაგმობა“  _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს  ეხება წვერებით და ეხება ნიკაპს, დანარჩენი თითები გაშლილია, … Read more

Categories

დაგმობა

დაგმობა  _  უარყოფა, ნეგატიური შეფასება, ხელის აღება   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს ეხება წვერებით და ეხება ნიკაპს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

დაგლეჯილი

დაგლეჯილი   _   ნაფლეთებად ქცევული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაგლეჯა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები;  ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის … Read more

Categories

დაგლეჯა

დაგლეჯა  _  ნაფლეთებად ქცევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით   ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

დაგირავება

დაგირავება  _ ქონების ჩაბარება ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად ანუ საგარანტიოდ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია წინ და ქვევით, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ და ქვევით, გაშლილი ცერი და ერთად შეტყუპებული, გაშლილი და ზედა ფალანგებში სწორად მოხრილი ოთხი თითი ნაპრალს ქმნის, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს და ბოლო ფაზაში მარცხენა ხელის თითები შემოჭდობილია მარჯვენა ხელის … Read more

Categories