დავარდნილი

დავარდნილი  _  კურსის ვარდნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories დ

დავარდნილი

დავარდნილი  _  უნარდაკარგული, დაუძლურებული, დასუსტებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული ასრულებს მოძრაობას სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories დ

დავარდნილი

დავარდნილი _  დაცემული, წაქცეული   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories დ

დავარდნა

დავარდნა  _  დაცემა, წაქცევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში ზევით მიმართული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით დევს მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories დ

დავალიანება

დავალიანება  _ ვალებში ჩავარდნა, ვალების ქონა, ოფიციალური ვალი (დაწესებულებისა)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითებით ხელი ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.

Categories დ

დავალებული

დავალებული  _ მადლობის გრძნობით გამსჭვალული, ვინც პატივისცემა (ყურადღება, დახმარება) მიიღო და თავს მოვალედ რაცხს, სამაგიერო გადაუხადოს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories დ

დავალება

დავალება _ შესასრულებლად დაკისრებული საქმე, სამუშაო, ამოცანა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა  ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და მარცხენა მაჯას ედება ზემოდან ბოლო ფაზაში გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories დ

დავა

დავა    _    კამათი, პაექრობა, ცილობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია  საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories დ

დადუმებული

დადუმებული  _  მდუმარედ ქცეული, მდუმარედ მყოფი, გაჩუმებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „დუმილი“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _  ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, რკალური ტრაექტორიით … Read more

Categories დ

დადუმება

დადუმება  _  მდუმარედ ქცევა, გაჩუმება   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories დ

დადევნებული

დადევნებული   _ უკან გამოკიდებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ზევით აწეულია ცერები, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით და მარცხნივ მოძრაობს და ცერთან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories დ

დადევნება

დადევნება _   (უკან) გამოკიდება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ზევით აწეულია ცერები, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories დ

დადგმა

დადგმა _  რაიმე ნივთის მოთავსება, დადება რაიმეზე (ამართულად)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებულია ცერები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories დ

დადგომა

დადგომა _  ზე ამართვა და გაჩერება,  ფეხზე ადგომა, დგომა   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ქვევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories დ

დადებული

დადებული  _  (რამის) ზედაპირზე განთავსებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დადება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories დ