ბიუროკრატია

ბიუროკრატია  _   ბიუროკრატიულ ფორმალობაზე დაფუძნებული მმართველობის სისტემა, სადაც არსობრივს ფორმალიზმი სჭარბობს    ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბუთი“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

ბიურო

ბიურო  _  ხელმძღვანელი ან განმკარგულებელი არჩევითი ორგანო, ზოგიერთი დაწესებულების ან ორგანიზაციის სახელწოდება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრულია თითები, ქვევით დაშვებული და გაშლილია ცერები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და წრე იხაზება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბიულეტენი

ბიულეტენი _ მოკლე ოფიციალური ცნობა ავადმყოფობის შესახებ   ორნაწილიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, … Read more

Categories

ბირთვი

ბირთვი _ ბურთის ფორმის საგანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, განზე გაწეული ხელები ერთმანეთს უახლოვდება და ეხება საჩვენებელი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეგობრულად“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები გადაჭდობილია ერთმანეთს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი … Read more

Categories

ბიოლოგია

ბიოლოგია _  მეცნიერება, რომელიც სწავლობს სიცოცხლისა და ცოცხალი ორგანიზმების განვითარების კანონზომიერებებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ /„მცენარე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია დაქტილი „ბ“ , სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბიოგრაფია

ბიოგრაფია  _ თხზულება, რომელშიც აღწერილია ამა თუ იმ პირის ცხოვრება და მოღვაწეობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ _ ხელისგული მიმართულია  ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ისტორია“ _ ხელისგული მიმართულია  წინ და მარცხნივ, … Read more

Categories

ბინძური

ბინძური  _  უსუფთაო, ჭუჭყიანი, დანაგვიანებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით,  სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით ერთმანეთის მიმართულებით, ხელისგულები ეხება ერთმანეთს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბინდი

ბინდი  _   ნაწილობრივი სიბნელე დაღამებისას ან გათენების წინ, დღისა და ღამის გასაყარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები  გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, მარცხენა ხელის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ბინადარი

ბინადარი   _  მაცხოვრებელი, მკვიდრი მცხოვრები, ფეხმოკიდებული მოსახლე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამოუკიდებელი“ _ ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _  ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ხელები ერთმანეთს თითების წვერებით ეხება. … Read more

Categories

ბინა

ბინა  _   ცალკე საცხოვრებელი სადგომი შენობაში, სახლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ხელები ერთმანეთს თითების წვერებით ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოთახი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით … Read more

Categories

ბილწი

ბილწი   _ უწმინდური, საზიზღარი, საძაგელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, ხელი ეხება ნიკაპს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ბითუმად

ბითუმად   _  ერთიანად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა  ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, იმავე კონფიგურაციით ქვემოთ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ხელები ერთმანეთს მსუბუქად ეხება, მომდევნო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა  _  წიგნთსაცავი, დაწესებულება, სადაც საზოგადოებრივი სარგებლობისათვის თავს უყრიან წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიგნი“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, … Read more

Categories

ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია  _  წიგნების მეცნიერულად სისტემატიზებული აღნუსხვა-აღწერა ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიგნი“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღწერა“ / “ჩამონათვალი“ _ … Read more

Categories

ბიბინი

ბიბინი  _  ნიავისაგან ჯეჯილის ან ბალახის ტალღისებური მოძრაობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და მოკეცილი ცერებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება თითების რხევითი, განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories