ბიუროკრატია

88

ბიუროკრატია  _   ბიუროკრატიულ ფორმალობაზე დაფუძნებული მმართველობის სისტემა, სადაც არსობრივს ფორმალიზმი სჭარბობს 

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბუთი“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადის“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.