ბუნება _ რეალურად, ობიექტურად არსებული ორგანული და არაორგანული სამყარო (დედამიწა, ჰაერი, წყალი, ცის სხეულები, მცენარეები, ცხოველები)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ბ-დაქტილი, მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“_ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. მარჯვენა ხელი მარცხენასთან შედარებით ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელები ერთმანეთს უახლოვდება და შორდება, ბოლო ფაზაში ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია ხელები იმავე კონფიგურაციებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.