ბჭობა _ თათბირი, განსჯა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხდომა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა, ხელები მაჯაში ტრიალდება და ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კითხვა-საუბარი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.