ბრწყინვა

28

ბრწყინვა    _  ელვარება, ბრჭყვიალი, კაშკაში

 

ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“  _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი გაშლილია და თვალთან მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრწყინვა“ / „ელვარება“  _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით  სინქრონულად სრულდება განმეორებადი, ბრუნვადი მოძრაობა მაჯებში. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.