ბოკვერი

4

ბოკვერი  _ ლომის ან ვეფხვის ლეკვი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზოლი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული  თითებით, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება განსვლითი მოძრაობა სხეულზე შეხებით: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი,  წრიული მოძრაობა; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.