ბნედა

96

ბნედა  –  ავი ზნე, ეპილეფსია, ქრონიკული ნერვული დაავადება, დამახასიათებელი შეტევებით, კრუნჩხვით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „აზრი“/ „გონება“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკარგვა“ –  ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.