ბერი

58

ბერი _ სასულიერო პირი, რომელსაც ყველაზე მკაცრი ასკეტური ცხოვრების აღთქმა აქვს დადებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მღვდელი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოვალურად მოხრილი ხელი ნიკაპთანაა განთავსებული, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარტოობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.