ბედისწერა

47

ბედისწერა  _ განგება,  ხვედრი, იღბალი, ბედის წინასწარ განსაზღვრულობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბედი“ _ ხელი მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ჯვარს გამოსახავს შუბლზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.