ბარდნა

22

ბარდნა   _  მსხვილ ფანტელებად თოვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გუნდა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით: მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, მარცხენა  _ ქვევით, მომდევნო ფაზაში ხელები პოზიციას სიმეტრიულად იცვლიან: მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარცხენა _ ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსხვილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითები ღია წრეებს ხაზავს, დანარჩენი თითები გაშლილია ფართოდ, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.