ბარბაცი _ ტორტმანი, სიარული ადამიანისა, რომელიც წონასწორობას ვერ იცავს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბავშვი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მხრების დონეზე, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მაჯის განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.