ბანაკი _ ღია ცის ქვეშ გამართული დროებითი სადგომი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ზევით, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კარავი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, თითები ერთმენეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა: თითები იშლება და იკეცება ზედა ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.