ავდარი _ ცუდი ამინდი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამინდი“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, მხოლოდ ნეკია გაშლილი და სახისკენ მიმართული, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
