წაყოლა

წაყოლა   _ ვინმესთან (რამესთან) ერთად წასვლა, გადევნება, გაყოლა   ორხელიანი, დინამიკური, სიმეტრიული ჟესტი, მუშტებად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories წ

წაყვანა

  წაყვანა _   თან წაყოლება (სულიერისა)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, სრულდება მოძრაობა წინ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories წ

წაღმა-უკუღმა

წაღმა-უკუღმა   _  წაღმა და უკუღმა, წინ და უკან   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს და მაჯაში ტრიალებს, იმავე კონფიგურაციით მარჯვნივ მიმართულია ხელისგული და ხელი ისევ ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში ხელი ისევ უბრუნდება პირვანდელ პოზიციას: ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და … Read more

Categories წ

წაღმა

წაღმა _   წინ, პირდაპირ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი ეხება მკერდს და მაჯაში ტრიალებს, იმავე კონფიგურაციით მარჯვნივ მიმართულია ხელისგული და ხელი ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories წ

წაქცევა

წაქცევა  _ ძირს დაცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories წ

წაღება

წაღება _  რამის მიტანა აქედან იქით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტებად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories წ

წაქეზება

წაქეზება   _   შემგულიანება, წახალისება, გამხნევება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიძგი“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი … Read more

Categories წ

წასმა

წასმა  _   გასმა,  შეხებით გატარება რამეზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული  გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories წ

წასვლა

წასვლა  _  აქედან იქით სვლა, ადგილის გადანაცვლება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories წ

წარწერა

წარწერა  _  რამეზე დაწერილი ან ამოკვეთილი მოკლე შინაარსის ტექსტი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories წ

წარღვნა

წარღვნა  _ წყალდიდობა, რომელმაც მთელი დედამიწა დაფარა წყლით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტალღა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories წ

წასული

წასული _  აქედან იქით გამგზავრებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წასვლა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories წ

წარმტაცი

წარმტაცი  _ აღტაცებაში მომყვანი, მომხიბლავი, ულამაზესი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“  – გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება თვალს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარმტაცი“ / „თვალში მოსახვედრი“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, … Read more

Categories წ

წარმოშობა

წარმოშობა  _  გაჩენა, წარმოქმნა, ჩამომავლობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შთამომავლობა“ _ ხელისგულები სხეულისკენაა  მიმართული, საჩვენებელი თითები გაშლილია და ერთმანეთისკენ მიმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდან“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები … Read more

Categories წ

წარმოთქმა

წარმოთქმა   _  ხმამაღლა თქმა, გამოთქმა, სამეტყველო ბგერის წარმოება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარმოთქმა“ _ ხელისგული მიმართულია წინ, ცერი განმეორებითი მოძრაობით ეხება გაშლილი და წინ მიმართული შუა და  საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, … Read more

Categories წ