წარმტაცი

2

წარმტაცი  _ აღტაცებაში მომყვანი, მომხიბლავი, ულამაზესი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“  – გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება თვალს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარმტაცი“ / „თვალში მოსახვედრი“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.