წინაპარი

წინაპარი _  რამდენიმე თაობის წინ მცხოვრები სისხლით ნათესავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ _ ლოყასთან განთავსებული ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ლოყას ეხება და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თაობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე … Read more

Categories წ

წინათგრძნობა

წინათგრძნობა _   რისამე მოხდენის ბუნდოვანი მოლოდინი, წინასწარი რწმენა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინასწარ“ _ მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრძნობა“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებული საჩვენებელი თითი … Read more

Categories წ

წინადადება

წინადადება _ ენის კანონების მიხედვით ერთმანეთთან შეხამებული სიტყვების ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გადმოსცემს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულის წინ ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელები ერთმანეთს ეხება ამ თითებით, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხდება პოზიციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories წ

წინააღმდეგი

წინააღმდეგი _  ვინც ეწინააღმდეგება, არ ეთანხნება ვისმე ან რასმე, მოწინააღმდეგე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულის წინ, ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება დაახლოებითი მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories წ

წინ

წინ   _    ვისიმე ან რისამე პირის მხარეს, პირისპირ, პირდაპირ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და საჩვენებელი თითი ეხება ცხვირს, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories წ

წილი

წილი   _    ნ ა წ ი ლ ი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  მარცხნივ,  მარცხენა _ მარჯვნივ, ხელები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული და ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories წ

წითელი

წითელი  _  სისხლისფერი, ძოწისფერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories წ

წიგნიერი

წიგნიერი  _  წერა კითხვის კარგი მცოდნე,  საფუძვლიანად განათლებული, ნაკითხი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წაკითხვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განათლებული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩები თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ. … Read more

Categories წ

წიგნი

წიგნი _  ერთად აკინძული ტექსტის შემცველი ნაბეჭდი ფურცლები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ  მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სიქრონული, განმეორებადი, განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, მომდევნო ფაზაში ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ფორმაა, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ … Read more

Categories წ

წიაღი

წიაღი _ (მიწის) შიგნითა ნაწილი, სიღრმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეშ“ _ მარჯვნივ  მიმართულია მარცხენა ხელისგული ზევით აღმართული და ზედა ფალანგებში ერთად … Read more

Categories წ

წვრილმანი

წვრილმანი  _ წვრილ-წვრილი, წვრილი, მცირე, უმნიშვნელო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წვრილმანი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით … Read more

Categories წ

წვრილი

წვრილი  _ მცირე დიამეტრის მქონე, ვიწრო, არაფართო, თხელი, გამხდარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულის წინ ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელები ერთმანეთს ეხება ამ თითებით, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ირიბი ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და … Read more

Categories წ

წვიმა

წვიმა  _  ატმოსფერული ნალექი, რომელიც წყლის წვეთების სახით ეცემა დედამიწაზე.   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories წ

წვერი

წვერი _ ადამიანის ყბებსა და ნიკაპზე ამოსული თმა   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ნიკაპის ირგვლივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories წ

წვენი

წვენი   _  საკვები პროდუქტების ნახარში ან ნაწური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური  სიტყვა-ჟესტი „დალევა“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკბილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, … Read more

Categories წ