აურზაური – ალიაქოთი‚ შეხლა-შემოხლა‚ ხმაური
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმაური“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სახის დონეზე ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“– ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ფართოდ გაშლილი თითები, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.