არწივი – ყველაზე დიდი, ღონიერი, ნისკარტმოკაუჭებული მტაცებელი ფრინველი, რომელიც ცხოვრობს მთიან ადგილებშიც და ველებშიც, ითვლება ფრინველთა მეფედ
ორნაწილიანი რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, იკონური, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ – წინ და ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და ზედა ფალანგაში მოხრილია საჩვენებელი თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ – იდაყვებში განზე გაწეულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
